вторник, 11 июля 2017 г.

ტრენინგის 9 დღე.

დღევანდელი დღე არის ტრენინგის შემაჯამებელი დღე. შეხვედრა დავიწყეთ განვლილი თემების გამეორებით.დამატებით ვიმუშავეთ ბლოგებში.კიდევ ერთხელ დრაივში გავიმეორეთ ნასწავლი მასალა,კერძოთ თუ რაიმეს შეცვლა გვინდა; გადატანა,ატვირთვა,ჩამოტვირთვა და ა.შ.ასევე გაჯეტების დამატება ბლოგში.
ბლოგში მუშაობის შემდეგ გადავედით პროექტის შეჯამებაზე. თითოეულმა წევრმა წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტი და გავაკეთეთ მიმოხილვა,დავასახელეთ ჩვენი პროექტის მიზანი,ავღწერეთ ეტაპეპი,პროცედურები,თუ რა უნარების განვითრებას  ხელს შეუწყობს ჩვენი პროექტი მოსწავლეებში.თითოეული პროექტი იყო ძალიან საინტერესო,მნიშვნელოვანი,ბევრის მომცემი და სადისკუსიო.ტრენინგის ყველა მონაწილის პროექტის პრეზენტაცია მეტად მნიშვნელოვანი იყო.განსაკუთრებით ქალბატონ ნანული ვარდოსანიძის პროექტი ''დავიცვათ ჩვენი გარემო'',რომელიც ძალიან აქტუალურია და მტკივნეული.მიზანი და პრობლემა აღწერილია აქვს,როგორ გაუმკლავდნენ მას. ასევე ქალბატონ მანანა ინაურის პროექტი ''რელიგიური მიმდინარეობები მსოფლიოში''.მეტად საინტერესო თემაა,რადგან ამდენი ყურადღება ექცევა რელიგიას იმიტომ,რომ ხალხი გაიყო  სხვადასხვა აღმსარებელ ჯგუფებად.
პრეზენტაციები მნიშვნელოვანი იყო არა მარტო პედაგოგთა ზრდის კუთხით,არამედ მოსწავლეთა მეტი ინფორმირებულობისათვის.
ასევე, მინდა ავღნიშნო ისევ და ისევ ჩვენი ენერგიული,დაუღალავი და გულისხმიერი ტრენერის შრომა. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ქალბატონო ქეთინო!
ინტელის სასწავლო კურსის ტრენინგი იმდენად საინრერესო იყო,რომ მოხარული ვარ,რომ ამ ტრენინგის მონაწილე ვიყავი.
ყველა პედაგოგს ვუსურვებ წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ს!!!

суббота, 8 июля 2017 г.

ტრენინგის 8 დღე.

მეცადინეობის მერვე დღეს გავიმეორეთ წინა მეცადინეობაზე შესწავლილი მასალა. ვიმუშავეთ თუ როგორ უნდა გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს პროექტზე მუშაობის პროცესში; გავაკეთეთ სლაიდ-შოუ Power-point-ის გამოყენებით, გადავხედეთ პორტფოლიოს და ავტვირთეთ დრაივში. მივანიჭეთ მისამართი და დავიმახსოვრეთ. შევქმენით სიის გაჯეტი,მივანიჭეთ მისამართი და ავტვირთეთ ბლოგზე.
 ტრენინგის დღე იყო საინტერესო. დიდი  იმედი მაქვს ამ ყველაფერს გამოვიყენებ ჩემს მუშაობაში. მადლობა ქალბატონ ქეთის.

четверг, 6 июля 2017 г.

ტრენინგის 7 დღე.

ტრენინგის 7 დღეს მიმუშავეთ პროექტის გეგმაზე,გადავხედეთ ფაილებს სადაც შენახულის ნაშრომები. განვიხილეთ გარდნერის თეორია და ამის მიხედვით პროექტში დავწერეთ ნიჭიერი და სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლისათვის შესაბამისი დავალებები, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე,სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები; აპარატული, პროგრამული, ბეჭდური, ინტერნეტრესურსები, ინვენტარი, მასალები.
აქ მიღებული ცოდნა დამეხმარება მოცემული პროექტი განვახორციელო ჩემ მოსწავლეებთან.
ტრენინგის დღე საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი იყო. მადლობა ქალბატონ ქეთის დაუღალავი შრომისთვის.

суббота, 1 июля 2017 г.

ტრენინგის 5 დღე.

5 ტრენინგის დღე დავიწყეთ წინა დღის მასალით. გავეცანით და ვისწავლეთ საავტორო უფლებებს და ვისწავლეთ პროექტს როგორ უნდა მივუთითოთ მოპოვებული მასალის წყარო. ვისწავლეთ როგორ უნდა შევქმნათ მოსწავლის ბლოგი და გავიმეორეთ ბლოგზე მუშაობის ხერხები. ასევე ვისწავლეთ კომენტარების ბლოგზე და მოსწავლეების ბლოგზე ინფორმაციის,გამოკითხვების და სურათების დადება,გაჯეტების დამატება,დიზაინების შექმნა და შეცვლა. შესწავლილი მასალამ გამიჩინა მოტივაცია იმისათვის,რომ უფრო მეტი ვიშრომო და უფრო აქტიური პედაგოგი გავხდე. ამისათვის დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის.

воскресенье, 25 июня 2017 г.

ტრენინგის 4 დღე.

რის მასალის გამეორებიღ. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი;
შევავსეთსასწავლო პროექტის გეგმის  რამდენიმე საკითხი,დავწერეთ შეფასების მოკლე შინაარსი, შევქმენით მასწავლებლის პორტფოლიოს პტეზენტაცია POWER POINT-ში, სლაიდის დადება, ფონის დადება და სხვა. დღემ შინაარსიანათ ჩაიარა. დიდი მადლობა ჩვენ ტრენერს ასეთი დაყღალავი მუშაობისთვის.

суббота, 24 июня 2017 г.

ტრენინგის 3 დღე

დღე საინტერესოდ დაიწყო როგორც ყოველთვის.ტრენინგინ დავიწყეთ წინა სატრენინგო მასალის გადამეორებით ბუკლეტის შექმნა და აე შემდეგ. დავიწყეთ მუშაობა სასწავლო პროექტის გეგმაზე. ეროვნული სასწავლო გეგმიდან ამოვიღეთ და პროექტს მოვარგეთ შესაბამისი სტანდარტი. დავისახეთ სასწავლო მიზნები;დავწერეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები; ზოგადი.თემატური და შინაარსობრივი.განვიხილეთ საკვანძო კითხვების მაგალითები და მნიშვნელოვანი იდეის გამომხატველი სიტყვები.

воскресенье, 11 июня 2017 г.

ტრენინგის 2-ე დღე

ტრენინგის 2-რე დღე დავიწყეთ გამეორებით. შემდეგ ვიმუშავეთ საშინაო დავალების მიმოხილვაზე, გავეცანით პუბლიკაციის მოთხოვნებს და ვისწავლეთ ბუკლეტების დამზადება,სურათების მოძიება,გადმოწერა,ბუკლეტების გარეკანზე სურათის შესაბამისი ზომით განთავსება. ვისწავლეთ ფაილების გაგზავნა საკუთარ პოსტზე. ბოლოს შევაჯამეთ ტრენინგ-დღე.